მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სიმპოზიუმი „საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული ცოდნის წარმოება. ნორმატიულობები. აქტორები. შედეგები“ – მონაწილეთა შერჩევა

ღონისძიებები

ლაიბნიცის სახელობის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის ლაიბნიცის კვლევითი ჯგუფი CoMoDe - Contentious Mobilities: Rethinking Mobility Transitions through a Decolonial Lens მსურველებს იწვევს სიმპოზიუმში „საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული ცოდნის წარმოება. ნორმატიულობები. აქტორები. შედეგები“ მონაწილეობისთვის. სიმპოზიუმი 18-21 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება.

მოწვევის აღწერა

კლიმატის კრიზისის პირობებში ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგრადობას, და შესაბამისად, ავტომობილებზე დამოკიდებულების შემცირებას მეტი ყურადთება ეთმობა. მუნიციპალიტეტები, ეროვნული მთავრობები, ტრანსნაციონალური განვითარებისა და ფინანსური ინსტიტუტები და  საკონსულტაციო კომპანიები  სექტორის გარდაქმნას ცდილობენ.

ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ქალაქებში, რომელთაგან ბევრმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი ორი ათწლეულის განმავლობაში განიცადა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის უპრეცედენტო რღვევა და ნგრევა, ბოლო წლებში ისევ დაიწყო საჯარო ტრანსპორტში ინვესტირება და რეფორმებბის გატარება. იცვლება არა მხოლოდ მატერიალური ინფრასტრუქტურები, დაფინანსების ფორმატები და რეგულაციები, არამედ  ტრანსპორტთან დაკავშირებული ცოდნის წარმოებაც.

როგორ (არ)გამოიყენება საბჭოთა დაგეგმარების გამოცდილებებით მიღებული ცოდნა, ან კერძო და ხშირად არაფორმალურად მოქმედი აქტორების მიერ დაგროვილ ცოდნა ( მაგალითად სამარშრუტო ტაქსის გამოცდილება) საჯარო ტრანსპორტის რეფორმირებისას? რა ახალი ცოდნა და გამოცდილება იყრის თავს რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელებისას? რომელი აქტორები (ვერ)ახერხებენ წუხილებისა და ინტერესების გამოხატვას?განვითარებისა და მოდერნიზაციის რა ცნებები აყალიბებს ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმებს?

სიმპოზიუმი ეძღვნება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული ცოდნის გააზრებას, ძირითადად ყოფილ საბჭოთა ქალაქებში და მათ მიღმა.  

სიმპოზიუმი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ურთიერთდაკავშირებულ თემებზე:

  • ნორმატიული ხედვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმების შესახებ. რა სახის სოციალურ-ეკონომიკური წესრიგი განიხილება როგორც სასურველი განვითარების გზა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის დროს? როგორ განიხილება სოციალისტური და კაპიტალისტური მოდერნულობა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში ან მისი რეფორმის გზით? როგორ განიმარტება მდგრადობა, სოციალური, სივრცითი და მობილობის სამართლიანობა, როგორ ვრცელდება მსგავსი განმარტებები და წარმოსახვები?
  • აქტორები, რომლებიც ქმნიან ცოდნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, დაწყებული სახელმწიფო მოხელეებიდან, მწარმოებლებიდან, საკონსულტაციო კომპანიებიდან, განვითარების ორგანიზაციებიდან, ინვესტორებიდან, დამთავრებული მომხმარებლებით, მომსახურების მომწოდებლებით , ტრანსპორტის მუშაკებით, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებითა და ტრანსპორტის ენთუზიასტებით. როგორ აგროვებენ აქტორები ტრანსპორტთან დაკავშირებულ ცოდნას და როგორ ახერხებენ   ტრანსპორტთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაზე გავლენის მოხდენას?
  • და ბოლოს, სიმპოზიუმი განიხილავს ცოდნის წარმოების კონკრეტული კონსტალაციების შედეგებს. როგორ აყალიბებს ცოდნა პოლიტიკას, მატერიალურ ინფრასტრუქტურას და რა სახის სოციალურ-სივრცითი შედეგები მოჰყვება მას ურბანული მაცხოვრებლებისთვის?

სიმპოზიუმის ორგანიზატორები იწვევენ მონაწილეებს დისციპლინარული კუთვნილების განურჩევლად  – მეცნიერებს, პრაქტიკოსებს, ტრანსპორტის აქტივისტებს, ენთუზიასტებს თუ ხელოვანებს – რომ წარადგინონ ნაშრომის აბსტრაქტები ან წინადადებები მოკლე სემინარებისა და მხატვრული ინტერვენციებისთვის, რომლებიც სიმპოზიუმის მიერ წამოჭრილი სამი ძირითადი თემიდან დაკავშირებულია ერთთან ან მეტთან: ნორმატიულობები, აქტორები და შედეგები.

განაცხადი

გამოგზავნეთ განაცხადი, მოკლე ბიოგრაფიისა და ჩანაწერის/პროექტის აღწერის (250 სიტყვა) ჩათვლით, ერთი pdf დოკუმენტის სახით საკვანძო სიტყვით: CoMoDe Tbilisi მისამართზე: l_pozharliev@leibniz-ifl.de

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 30 იანვარი

ორგანიზატორები აპლიკანტებს ამ ვადის გასვლიდან 15 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან. საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ მონაწილეებს დაუფინანსდებათ (სრულად ან ნაწილობრივ) საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯები. გთხოვთ, მიუთითოთ, თუ გსურთ დაფინანსება.

განაცხადის წარდგენით ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას განაცხადის პროცედურის მიზნებისთვის.

კონტაქტი: დოქტორი ლიუბომირ პოჟარლიევი (+49 341 600 55-160, l_pozharliev@leibniz-ifl.de)

დამატებითი ინფორმაცია

ლაიბნიცის რეგიონალური გეოგრაფიის ინსტიტუტი (IFL) შეისწავლის  გერმანიისა და ევროპის რეგიონულ გეოგრაფიას და კვლევის შედეგებს უზიარებს ფართო საზოგადოებას.  ინსტიტუტი ავითარებს კვლევით პერსპექტივებს სოციალურ-სივრცითი განვითარების შესახებ გლობალიზებულ საზოგადოებაში, რომელიც სულ უფრო მეტად ხასიათდება უთანასწორობით, მრავალფეროვნებითა და სირთულეებით.

CoMoDe პროექტი ავითარებს ახალ ხედვას მობილობის  ტრანზიციებზე,  კრიტიკული მობილობის თეორიებსა და პოსტსაბჭოთა დეკოლონიურ აზროვნებაზე დაყრნდობით. CoMoDe პროექტი ცდილობს წვილი შეიტანოს ეკოლოგიურად და სოციალურად სამართლიანი მობილობის პოლიტიკის შემუშავებაში. პროექტი გადაიაზრებს მობილობის ტრანზიციების კონცეპტს ტექნოკრატიული მიდგომის მიღმა, და ყურადღებას ამახვილებთ ძალაუფლებრივ და ეპისტემიურ უთანასწორობებზე.

დამატებითი დეტალები იხილეთ https://bit.ly/3YHDQVP და https://bit.ly/3vaAJYO

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები