


ილიაუნის დოქტორანტმა ქეთევან გონგაძემ გაცვლითი პროგრამის Erasmus+ სტიპენდია მოიპოვა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა ქეთევან გონგაძემ (ხელმძღვანელი პროფ. ნინო ჭიჭინაძე) მიიღო გაცვლითი პროგრამის Erasmus+ სტიპენდია. 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტს უმასპინძლებს გრაცის უნივერსიტეტის (ავსტრია) ისტორიის ფაკულტეტის ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა. ის იმუშავებს სადოქტორო დისერტაციაზე „მაცხვარიშის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობა და XVI საუკუნის ქართული ხელოვნების პარადიგმები“.
პროგრამის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და განათლების ხელშეწყობა თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად. პროგრამა საშუალებას მისცემს ქართველ სტუდენტს გაეცნოს ევროპული განათლების სისტემასა და პრინციპებს, რაც ხელს შეუწყობს მის მომავალ კარიერულ ზრდას.
2025