შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი:„კეთროვანთა რიტუალური მკურნალობა ბიზანტიაში“
სემინარები
7 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი ელისო ელიზბარაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „კეთროვანთა რიტუალური მკურნალობა ბიზანტიაში“.
მომხსენებელი შეეხება ბიზანტიის იმპერატორების მიერ კეთროვანთა რიტუალური მკურნალობის ფაქტებს, აღწერილს X-XI სს-ის სამ ბიზანტიურ წერილობით ძეგლში: მიქაელ ფსელოსის საიმპერატორო პანეგირიკში, ზოტიკოსის ცხოვრების ერთ-ერთი ვერსიასა და ლეონ დიაკონის საისტორიო თხზულებაში. საკითხი განიხილება კეთროვნებთან მიმართებაში ძველაღთქმისეული და ახალაღთქმისეული ტრადიციებისა და წმინდა მამათა მოსაზრებების ფონზე და მიზნად ისახავს იმპერატორთა ქმედების ინტერპრეტაციას.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში: https://bit.ly/3xdvEAO
Meeting ID: 891 7312 2000
Passcode: 891379
2022 წელი