მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი – „მრევლი შუა საუკუნეების ქართული ეკლესიის ინტერიერში: სოციალური და გენდერული ასპექტები“

ღონისძიებები

17 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) დოქტორანტი ნატალია ჩიტიშვილი ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „მრევლი შუა საუკუნეების ქართული ეკლესიის ინტერიერში: სოციალური და გენდერული ასპექტები“.

მოხსენების შესახებ

ადრექრისტიანული პერიოდიდან მოყოლებული ტაძართმშენებლობა ითვალისწინებდა შენობის სივრცის დაყოფას საერო და სასულიერო ხარისხის, სქესისა თუ სხვა ნიშნის გათვალისწინებით. ამ საერთო ქრისტიანული ლიტურგიკული პრაქტიკის მსგავსად საუკუნეთა განმავლობაში ქართულ საღმრთისმსახურო ტრადიციაშიც ჩამოყალიბდა ტაძრის სამრევლო სივრცეში მრევლის განაწილების გარკვეული წესი სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით. მომხსენებელი მიმოიხილავს იმ არქეოლოგიურსა და წერილობით მოწმობებს, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მსჯელობა შუა საუკუნეების საქართველოს ამ ტრადიციაზე.

სემინარი გაიმართება Zoom-ის ფორმატში: 

Meeting ID: 857 6033 6257
Passcode: 368925

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 17 მაისი, 19:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2023

ბანერები