მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა - შემოქმედებითი ტურები

ახალი ამბები

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ შემოქმედებითი ტურების ვადები:

ტურებზე რეგისტრაცია (პორტფოლიოს წარმოდგენა „არგუსზე“) სრულდება „არგუსზე“ შიდა მობილობების განცხადებათა წარმოდგენის დასრულებისთანავე, 2025 წლის 14 თებერვალს, 23:59 სთ-ზე;

  • სტუდენტებს ტურის პირველადი შედეგები ელფოსტის საშუალებით ეცნობებათ 21 თებერვალს, არაუგვიანეს 15:00 საათისა;
  • სააპელაციო განაცხადების წარმოდგენის პერიოდია 21 თებერვლის 15 საათიდან 24 თებერვლის 15:00 საათის ჩათვლით;
  • სტუდენტები სააპელაციო განცხადებებს წერენ „არგუსის“ განცხადებების თავისუფალი ბლანკის მეშვეობით;
  • სტუდენტებს ტურის საბოლოო შედეგები ელფოსტის საშუალებით ეცნობებათ 25 თებერვალს, არაუგვიანეს 18:00 საათისა.

შენიშვნა: საბაკალავრო პროგრამებზე „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ შიდა მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტებმა შიდა მობილობის განცხადებას თან უნდა დაურთონ პორტფოლიო.

პორტფოლიოში მოთხოვნილი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://iliauni.edu.ge/uploads/other/83/83039.pdf

პორტფოლიო „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ პორტფოლიო „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ პორტფოლიოების გარეშე გამოგზავნილი განცხადებები არ განიხილება!

გაცნობებთ, რომ სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე – „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“; „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ელმისამართზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge და arts_Sciences@iliauni.edu.ge

2025

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები