მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ვადები და პირობები

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას სწავლების როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.

  • შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა მიმდინარე წლის 14 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით უნდა დაწეროს განცხადება არგუსის შესაბამისი ბლანკით: „ფაკულტეტის ცვლილება" ან „პროგრამის ცვლილება2".
  • შიდა მობილობის პროცესში სტუდენტმა უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პროგრამა; ორი ან მეტი განცხადების შემთხვევაში განიხილება  ბოლო განცხადება.
  • 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე შიდა მობილობა ცხადდება მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სტუდენტთათვის არდა შემდეგი საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისა;  „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)",  „გამოყენებითი ხელოვნება –  მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)"და „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)";
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე შიდა მობილობა ცხადდება დანართში 1 მითითებულ პროგრამებზე/მიმართულებებზე.
  • 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბაკალავრო პროგრამებზე – „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)" და  „გამოყენებითი ხელოვნება –  მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)" გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვროს 10-ით, ხოლო საბაკალავრო პროგრამაზე – „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)" გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვროს 5-ით;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე: „გამოყენებითი ხელოვნება –  მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)"; „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)"; „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)" მობილობის განსახორციელებლად აუცილებელია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. ზემოთ მოცემულ  პროგრამებზე შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის და თარიღების შესახებ დაუკავშირდება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია;
  • 2020-2021 სასწავლო წელს და შემდეგ ჩარიცხულმა შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტებმა, რომლებიც შიდა მობილობას ახორციელებენ იმ პროგრამაზე, რომელიც მესამე ან/და მეოთხე საგნად ითხოვს იმ საგნისგან განსხვავებული გამოცდის ჩაბარებას, რომლითაც ისინი ჩაირიცხნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით;
  • 2020-2021 სასწავლოს წლის შემოდგომის სემესტრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტები  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე შიდა მობილობაში მონაწილეობას შეძლებენ დანართში 2 განსაზღვრული პირობების შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა შეძლოს დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა);
  • სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებულნი ვაკანტური ადგილების რაოდენობაში;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობა ცხადდება მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სტუდენტთათვის;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები შიდა მობილობაში მონაწილეობას შეძლებენ  სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (დანართში 2);
  • შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2025 წლის 27 თებერვალი.

 2025

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები