მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას სწავლების როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.

  • შიდა მობილობის - ფაკულტეტიდან/სკოლიდან ფაკულტეტზე/სკოლაში ან ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე გადასვლის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადა განისაზღვროს 2023 წლის 21 ივლისი 18:00 საათის ჩათვლით;
  • 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტი/სკოლიდან გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განსაზღვროს 30-ით (აღნიშნულ რაოდენობაში არ შედის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შიგნით ამავე ფაკულტეტის სტუდენტთა სხვა პროგრამაზე/მიმართულებაზე მობილობებისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები); 30-ზე მეტი განაცხადის მიღების შემთხვევაში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მობილობის საშუალება ექნება პრეტენდენტთა სკალირებული ქულის მიხედვით შედგენილი რეიტინგის პირველ 30 კანდიდატს;
  • 2020-2021; 2021-2022; 2022-2023 წლების შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვთ ისტორია და გადალახული აქვთ ამ საგანში 25%-იანი ზღვარი, უფლება მიეცეთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე/მიმართულებაზე განახორციელონ შიდა მობილობა; (საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინონ 25% ზღვრის გადალახვის შესახებ ცნობა);
  • იმ შემთხვევაში, თუ 2020-2021; 2021-2022; 2022-2023 წლების შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტს ჩაბარებული აქვს მხოლოდ მათემატიკა, უფლება მიეცეს, მობილობა განახორციელონ შემდეგ პროგრამებზე/მიმართულებებზე:
  1. თავისუფალი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  2. პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  3. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა)
  4. სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  5. ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  6. ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  • ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობა ცხადდება მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სტუდენტთათვის;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს მიეცეთ შიდა მობილობის განხორციელების უფლება, თუ ისინი დააკმაყოფილებენ სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს;
  •  2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრამდე ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც სურთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე შიდა მობილობით გადმოსვლა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ A ტიპის ტესტი;
  •  2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომ ჩარიცხულმა შიდა მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებიც შიდა მობილობას ახორციელებენ იმ პროგრამაზე, რომელიც მესამე ან/და მეოთხე საგნად ითხოვს, იმ საგნისგან განსხვავებული გამოცდის ჩაბარებას, რომლითაც ისინი ჩაირიცხნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით;
  •  შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადად განისაზღვროს 2023 წლის 5 სექტემბერი;
  •  შიდა მობილობის პროცესში სტუდენტმა უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთ პროგრამა, ორი ან მეტი განცხადების შემთხვევაში განიხილება ბოლო განცხადება როგორც სტუდენტის საბოლოო არჩევანი;
2023

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები