


შეხვედრა ისტორიკოს სერგეი მედვედევთან
ღონისძიებები
22 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი სერგეი მედვედევი გამართავს შეხვედრას თემაზე „რას გვასწავლის ომი უკრაინაში რუსეთის შესახებ".
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცნობილი ამერიკელი მკვლევრის, ტიმოთი სნაიდერის შეფასებით, ჟურნალისტი, მწერალი და ისტორიკოსი სერგეი მედვედევი რუსული კრიტიკული ტრადიციის საუკეთესო წარმომადგენელია. ისტორიულ მეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევებში შეიძლება იგი კონსტრუქტივისტად და მიშელ ფუკოს იდეების მიმდევრად იქნას მიჩნეული.
შეხვედრაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება სერგეი მედვედევის ბოლო წიგნი - A War Made in Russia (Cambridge, Polity Press, 2023)
შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 22 სექტემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32.
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი