მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სემინარი და აკადემიური წერის ონლაინ-პროგრამა საჯარო პოლიტიკის კვლევაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისგან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ხორციელდება პროგრამა, რომლის მიზანია აკადემიური კვლევების, კვლევითი დიზაინისა და მეთოდების განვითარება და საქართველოში კვლევების ხელშეწყობა როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით.

აღნიშნული პროგრამის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს საქართველოში დაგეგმილი მოკლევადიანი სემინარები კვლევების დიზაინსა და მეთოდებში, რომლებიც 2016-2017 წლებში ჩატარდება, ასევე, აკადემიური წერის (writing mentorship) ონლაინ-პროგრამა. ორივე პროგრამა, უპირველესად, განკუთვნილია საჯარო პოლიტიკის კვლევით დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. საზაფხულო სემინარის მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას 1000 აშშ დოლარამდე, ხოლო აკადემიური წერის პროგრამის მონაწილეები - 500 აშშ დოლარამდე.

2017 წლის საზაფხულო სემინარები ჩატარდება 17 ივლისიდან - 4 აგვისტომდე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

დეტალური ინფორმაციისათვის, მათ შორის სემინარისთვის და ონლაინ პროგრამისთვის განაცხადის წარსადგენად იხილეთ ბმული: http://georgiaresearch.gmu.edu/

ბანერები