


“საზაფხულო ფსიქოლოგიური სკოლა”
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივნისი - ივლისი, ჩატარდა პირველი საზაფხულო ფსიქოლოგიური სკოლა სახელწოდებით: - "კომუნიკაციის ხელოვნება - თერაპიული დისკურსი".სკოლის ორგანიზატორები არიან უნივერსიტეტის პიროვნული და კომუნიკატიური რესურსების ცენტრი (დირექტორი დავით ამირეჯიბი), ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სრული პროფესორი ქეთევან მაყაშვილი და სტუდენტ - ბაკალავრთა ჯგუფის წევრები.
განიხილებოდა შემდეგი საკითხები:
ა) ჰუმანისტური ფსიქოლოგია:
• გაშლადი სტრუქტურების კონცეპტი კომუნიკაციაში და თერაპიაში: - კონცეპტი - განწყობის ანთროპოლოგია, დაზაინი (Dasein) და ნარატიული თერაპია;
• ეპისტოლარული მეთოდები ჯგუფურ კომუნაკაციაში;
• კლიენტცენტრირებული ჯგუფური კომუნიკაცია და თერაპია;
• გეშტალტთერეპია და "ცხელი სკამის" მეთოდი
• ფსიქოსინთეთული მოდელი და განწყობის თეორია;
ბ) ნეირო-ლინგვისტური მიდგომა კომუნიკაციასა და თერაპიაში.
31 ივლისს, საზეიმო ვითარებაში, ქეთი მაყაშვილმა და დათა ამირეჯიბმა სკოლის მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები; გამოეცხადათ განსაკუთრებული მადლობა და უმაღლესი ხარისხის დიპლომები გადაეცათ სტუდენტ ბაკალავრთა ჯგუფის წევრებს, რომლებიც 2008 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, აქტიურად მონაწილეობდნენ შიდა ქართლში საომარი მოქმედებების შედეგად დევნილი მოსახლეობის ფსიქორეაბილიტაციის საუნივერსიტეტო პროგრამაში, ვოლონტიორებად.