მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„სასწაულები შუა საუკუნეების საქართველოში“- მანანა ჯავახიშვილის საჯარო მოხსენება

ღონისძიებები

15 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მანანა ჯავახიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სასწაულები შუა საუკუნეების საქართველოში (ევროპული წყაროების მიხედვით)“.

მოხსენება ეხება სასწაულების ანატომიას მედიევალურ ეპოქაში და წარმოგვიდგენს ევროპულ წყაროებში (სიმონ დე სენ-კანტენის, ჰაიტონის, რუბრუკის, ბენედიქტ პოლონელის, მარკო პოლოს, ჯონ მანდევილის, პლანო კარპინის, მარინო სანუდოს და სხვათა ტექსტებში) საქართველოს შესახებ დაცულ ცნობებში მოთხრობილ სასწაულებს.

თუ XI-XII საუკუნეებში ლათინურენოვანი წყაროები საქართველოზე საუბრისას მეტწილად მითებითა და ლეგენდებით იფარგლებოდა, მონღოლთა ეპოქაში XIII-XIV სს-ში საქართველოზე თხრობისას საქართველოს ხატი რეალურ კონტურებს იძენს, კონკრეტდება პოლიტიკური კონტექსტი, ლანდშაფტი, წეს-ჩვეულებები და სხვა კულტურულ-ანთროპოლოგიური ხასიათის ცნობები, მათ შორისაა სასწაულების ამსახველი პასაჟებიც.

კვლევის მიზანია გააანალიზოს, რა ხასიათისაა დასავლურ წყაროებში საქართველოში მომხდარი სასწაულების შინაარსი და ხასიათი და რა ტიპის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 15 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია, გიორგი წერეთლის N3

დასწრება თავისუფალია

2024 წელი

ბანერები