საშემოდგომო სკოლა „ლიმინალობა და ძალაუფლება“
ახალი ამბები
7-10 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საშემოდგომო სკოლა „ლიმინალობა და ძალაუფლება“. მისი ორგანიზატორია პროფესორი ულრიხ ვან ლოიენი.
ღონისძიება დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ.
საშემოდგომო სკოლის მიზანია გამოიკვლიოს კავშირი ლიმინალურ გამოცდილებებს, კულტურულ პრაქტიკებსა და პოლიტიკურ ძალაუფლებას შორის, რომელიც აერთიანებს ანთროპოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიის, კულტურის კვლევებისა და კინომცოდნეობის ხედვებს.
ლექციებზე, სამკითხველო ჯგუფებზე, პრეზენტაციებზე, დისკუსიებზე, სამუშაო შეხვედრებსა და კინოჩვენებებზე მონაწილეები სიღრმისეულად განიხილავენ ლიმინალობის, რიტუალის, სუვერენიტეტის, პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ძალადობის, ეთნოგრაფიისა და ვიზუალური კულტურის საკითხებს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კავკასიის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონებს. პროგრამა თავს მოუყრის მეცნიერებს შვეიცარიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან და საქართველოდან და მონაწილეებს შესთავაზებს ინტენსიური ინტერდისციპლინური სწავლის, დისკუსიისა და აკადემიური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის (III-IV კურსების), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე პროგრამის თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევრებს.
სკოლაში მონაწილეობისთვის სავალდებულოა ოთხდღიანი საშემოდგომო სკოლის ყველა სესიასა და ღონისძიებაზე დასწრება. მონაწილეები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ დასწრებისა და მონაწილეობის მოთხოვნებს, მიიღებენ სერტიფიკატს.
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოიყენოთ ბმული: https://forms.gle/yoNZZECYZCvveuZS6
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 სექტემბერი
სამუშაო ენა: ინგლისური
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 18–19 სექტემბერს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მონაწილეებს ეცნობებათ 25 სექტემბრამდე.
საშემოდგომო სკოლის დეტალური პროგრამა, საკითხავი მასალა და სხვა პრაქტიკული ინფორმაცია შერჩეულ მონაწილეებს კონკურსის დასრულების შემდგომ მიეწოდებათ. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ საშემოდგომო სკოლის „ლიმინალობა და ძალაუფლება“ თანდართული საინფორმაციო ფურცელი.
დამატებითი კითხვების არსებობისას გთხოვთ, დაუკავშირდეთ მერი ქეით (ქეთევან)
უგრეხელიძეს: ketevan.ugrekhelidze.1@iliauni.edu.ge
მოხარულნი ვიქნებით, თუ მოტივირებული სტუდენტები შემოუერთდებით ამ საინტერესო სასწავლო შესაძლებლობას.
2026