მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩასარიცხ კანდიდატთა პირველადი შედეგები - მიღება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთა პირველადი შედეგები კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის გათვალისწინებით იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

მნიშვნელოვანია!

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათიდან 11 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 14 სექტემბერს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2026 წლის 11 სექტემბერს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2026 წლის 15 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
გიორგი ოდოშაშვილს,

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge

 

2026

ბანერები