მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით

ახალი ამბები

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ იხილეთ ქვემოთ.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები მოცემულია პროგრამების მიხედვით.

  1. რელიგიის კვლევები - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია    სათადარიგო სია
  2. შუა საუკუნეების კვლევები - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია  სათადარიგო სია
  3. ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია   სათადარიგო სია
  4. გერმანიის კვლევები - კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია
  5. ადიქციის კვლევები - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია  სათადარიგო სია
  6. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია  სათადარიგო სია

­­­­­­­­­_____________________________________________________________________________

ხელშეკრულების გაფორმება

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 14 სექტემბრის 10:00 საათიდან 15 სექტემბრის 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №32, A 304 ოთახი).

 ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 14 სექტემბერს 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე;

ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 15 სექტემბრის 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე.

_____________________________________________________________________________

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებით განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 15 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: CV/სამოტივაციო წერილი/ესეი):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

 ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

ე) 1 ფოტოსურათი ზომით 3X4.

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ  საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

_____________________________________________________________________________

საკონტაქტო ინფორმაცია:

რუსუდან გიორგაძე
საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A204
☏ (+995 32) 222 00 09 (430)
✉ rusudani.giorgadze@iliauni.edu.ge

თინათინ ასანიშვილი
საქმისმწარმოებელი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 301
✉ graduateschool@iliauni.edu.ge

2026

 

 

 

ბანერები