მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის, არტურ გებალის ვიზიტი ილიაუნიში

ახალი ამბები

25 ივნისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით პოლონეთის  მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, არტურ გებალმა წაიკითხა საჯარო ლექცია “Introduction to Poland: history, culture, transformation”.

მომხსენებელმა ისაუბრა პოლონეთის ისტორიაზე, კულტურულ თავისებურებებსა და  ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძირითად  ეტაპებზე.  შეხვედრაზე აუდიტორია გაეცნო პოლონეთის ისტორიულ გამოცდილებას,  თანამედროვე განვითარების პროცესს და იმ კულტურულ და საზოგადოებრივ  კონტექსტს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმაციაში.

სტუდენტებმა და დამსწრე  აუდიტორიამ მომხსენებელს დაუსვეს შეკითხვები პოლონეთის ისტორიის, კულტურის, ევროპული ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის  პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2026

ბანერები