მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

4 ივლისს, 10:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ილიაუნის კურსდამთავრებულის, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის, ხსოვნას.
კონფერენცია ეწყობა სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ფარგლებში.

ილიაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები წაიკითხავენ მოხსენებებს შემდეგ თემებზე:

  • შუა საუკუნეების ისტორია და ტექსტები;
  • რელიგიური და პოლიტიკური პროცესები;
  • საქართველოსა და ევროპული სამყაროს ურთიერთმიმართებები.

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 4 ივლისი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები