მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში ნიდერლანდური ენის საზაფხულო კურსს გაივლიან

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა ლაურა ხჩოიანმა, ასევე ანგლისტიკის მიმართულების კურსდამთავრებულებმა – ქეთევან ჭეღელიძემ და იოანა სულავამ, რომლებიც ილიაუნიში ნიდერლანდურ ენას B1 დონეზე ეუფლებიან, მოიპოვეს ნიდერლანდური ენის კავშირის (Nederlandse Taalunie) სრული დაფინანსება. სტიპენდიატები 5-დან 18 ივლისამდე ბუდაპეშტში, ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში (ELTE), ნიდერლანდური ენის საზაფხულო კურსს გაივლიან.

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტიკის ასოციაცია (Comenius). ინტენსიურ სასწავლო პროგრამას, რომელშიც ქართველ მონაწილეებთან ერთად უკრაინისა და ცენტრალური ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართულნი, ნიდერლანდელი და ფლანდრიელი სპეციალისტები უძღვებიან.

ორგანიზაცია Comenius ყოველი წლის ივლისში ნიდერლანდური ენის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში საზაფხულო სკოლებს მართავს.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი ნიდერლანდური ენის A2 და B1 დონის სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სრული დაფინანსება ცენტრალური ევროპის წამყვანი უნივერისტეტის საზაფხულო კურსებზე სწავლისთვის.

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: https://comeniusned.eu

2026

 

 

ბანერები