მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„საქართველო და ბიზანტიური თანამეგობრობა: პოლიტიკა, კულტურა და იდენტობა იმპერიის საზღვრებზე (XI საუკუნე)" - შედეგების პრეზენტაცია

ღონისძიებები

14 ივნისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო პროექტის „საქართველო და ბიზანტიური თანამეგობრობა: პოლიტიკა, კულტურა და იდენტობა იმპერიის საზღვრებზე (XI საუკუნე)“  შედეგების პრეზენტაცია.

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი „საქართველო და ბიზანტიური თანამეგობრობა: პოლიტიკა, კულტურა და იდენტობა იმპერიის საზღვრებზე(XI საუკუნე)“  შესრულებულია  თანამედროვე ბიზანტინისტიკაში ფართოდ განხილვადი კვლევითი კონცეფციის  ფარგლებში. 

პროექტში განხილულია შემდეგი საკითხები: რამდენად განსაზღვრავდა ბიზანტიური ზეგავლენა ახალგაზრდა ქართული მონარქიის პოლიტიკური სუვერენიტეტის ხარისხს,  იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ელიტის სახელმწიფოებრივ, რელიგიურსა და კულტურულ იდენტობებს, რა მექანიზმებს იყენებდნენ ბიზანტიური განათლების დაუფლებისა და იმავდროულად  სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის.   

პროექტში მონაწილეობდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევრები: მზია სურგულაძე, ისტორიის დოქტორი, თამარ ოთხმეზური, ფილოლოგიის დოქტორი,  მაია მაჭავარიანი, ფილოლოგიის დოქტორი, გიორგი ჭეიშვილი, ისტორიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი,  მზია ჯანჯალია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი 

მისი კოორდინატორი და მონაწილეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ნათია დუნდუა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 14 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

 2023

ბანერები