მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 3 – SCCC3

ღონისძიებები

2–9 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სასწავლო-კვლევითი ფორუმი „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 3 – SCCC3“.

ფორუმი მოიცავს საერთაშორისო ლინგვისტურ კონფერენციასა და ლინგვისტთა საშემოდგომო სკოლას.

2-4 ოქტომბერს G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო ლინგვისტური კონფერენცია, 5 -9 ოქტომბერს კი კონფერენცია გაგრძელდება ლინგვისტთა შემოდგომის სკოლით.

SCCC3 კონფერენციასა და საშემოდგომო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ათეულობით წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები. კონფერენცია და საშემოდგომო სკოლა მოიცავს შემდეგ ლინგვისტურ სფეროებს: ქართველური ენები (ქართული, სვანური, ლაზური, მეგრული), ბასკური, საფრთხეში მყოფი ენები, ენის განვითარება, ბილინგვიზმი, ჟესტური ენები, ნეიროლინგვისტიკა, მორფოლოგია, ფონოლოგია, სინტაქსი, ლექსიკოგრაფია და ლექსიკოლოგია, ენობრივი მემკვიდრეობა, დიალექტოლოგია, ტიპოლოგია, კორპუსის ლინგვისტიკა და ენის ათვისება.

ახალგაზრდა ქართველ მკვლევარებსა და სტუდენტებს შეეძლებათ ენათმეცნიერების განსხვავებული დარგების შესახებ მაღალკვალიფიციური ლექციების მოსმენა და საერთაშორისო პროფესიული კონტაქტების დამყარება.

გაიცემა საერთაშორისო ღონისძიების შესაბამისი სერტიფიკატი.

კონფერენციასა და საშემოდგომო სკოლაში მონაწილეობა სტუდენტებისთვის უფასოა.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 9:00 საათი, 2-4 ოქტომბერი | 5-9 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია გ. წერეთლის ქ. N1

2023 წელი

ბანერები