მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო სტატიათა კრებული „ბიზანტიური, შუა საუკუნეების ქართული და აღმოსავლეთ ქრისტიანული მონასტრები: ხელოვნება, არქიტექტურა, ლიტერატურა“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში 2024 წელს გამოქვეყნდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის სამეცნიერო სტატიათა კრებული „ბიზანტიური, შუა საუკუნეების ქართული და აღმოსავლეთ ქრისტიანული მონასტრები: ხელოვნება, არქიტექტურა, ლიტერატურა“ (Byzantine, Medieval Georgian, and East Christian Monasteries: Art, Architecture, Literature). პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია ნინო ჭიჭინაძე; ასოცირებული რედაქტორი მანანა ჯავახიშვილი.

სამენოვან რეცენზირებულ კრებულში შესულია ხუთი ქვეყნის სხვადასხვა თაობისა და აკადემიური ტრადიციის უნივერსიტეტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუციის წარმომადგენელთა თორმეტი გამოკვლევა. სტატიებში განხილულია სამონასტრო კულტურის სხვადასხვა ასპექტი და ტრადიცია. ავტორთა მიერ წარმოდგენილია სამონასტრო ხელოვნებასთან, არქიტექტურასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა. სტატიებში უპირატესად განხილულია ახალი, აქამდე უცნობი მასალა და უკვე გამოქვეყნებული მასალის ახლებური ინტერპრეტაციები. კრებული მნიშვნელოვანია შუა საუკუნეების რელიგიურობისა და სხვადასხვა ტიპის პრაქტიკის გასააზრებლად.   

2025

 

ბანერები