


კონკურსი „გახდი ფაკულტეტის ელჩი“
კონკურსები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის ელჩი სტუდენტის მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.
თუ ხართ მოტივირებული და გსურთ ცვლილებები აკადემიურ ცხოვრებაში, ეს პროგრამა თქვენთვისაა!
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, სტუდენტები ჩართოს სხვადასხვა კურიკულუმს მიღმა აქტივობაში და მისცეს შესაძლებლობა, ფაკულტეტის მიერ განხორციელებული მრავალფეროვანი ღონისძიებები უკეთ გააცნონ უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ საზოგადოებას.
ელჩებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სტუდენტური კონფერენციების ორგანიზებაში, დაეხმარონ ფაკულტეტს ცნობადობის ამაღლებაში და ჩაერთონ სხვადასხვა ინიციატივაში.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის მაღალი აკადემიური მოსწრების (საშუალო ქულა 91 და ზემოთ) მქონე სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან კურიკულუმს მიღმა საქმიანობით და სურთ მონაწილეობა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტსა თუ კონფერენციაში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 თებერვალი.
აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი აქ.
მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
საბოლოო შედეგები სტუდენტებს ეცნობებათ ელ. ფოსტით არაუგვიანეს 2025 წლის 5 მარტისა.
„ფაკულტეტის ელჩი“ სტუდენტები პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებენ აქტივობის დამადასტურებელ სერტიფიკატს (საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები − შესაბამის სასტიპენდიო ქულას).
განაცხადის გამოსაგზავნად გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://forms.gle/VBz83A9cGzziXUjL6
2025