


ილიაუნის ასოცირებული პროფესორის თამარ ცხადაძისა და ასისტენტ-პროფესორ თამაზ თოხაძის საჯარო მოხსენებები
ღონისძიებები
19 თებერვალს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე წაიკითხავს მოხსენებას „ნებელობითი არცოდნა – ეპისტემური წინააღმდეგობის შესაძლო ფორმა?“.
იგი ეპისტემური უსამართლობისა და ეპისტემური ჩაგვრის ცნებების გამოყენებით გაანალიზებს და შეაფასებს ე.წ. ვოუქიზმის სადავო ასპექტის – „გაუქმების კულტურის“ გამოყენებას კლასიკური ტექსტების მიმართ, კერძოდ, „გაუქმების მოთხოვნას“ გააანალიზებს ჰერმენევტიკული უსამართლობისა და ნებელობითი არცოდნის კონცეფციების შუქზე.
ასისტენტ-პროფესორი თამაზ თოხაძე წაიკითხავს მოხსენებას „რისკიანი გადაწყვეტილებები და სხვა ადამიანების გათვალისწინების პრობლემა ეპისტემური რელატივიზმისთვის“.
მოხსენების ძირითადი თემაა რამდენად პრიორიტეტულია სხვების რწმენისა და რისკის მიმართ დამოკიდებულებების გათვალისწინება სხვა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, მაგალითად, როდესაც ექიმი, პოლიტიკოსი ან ვაქცინის მიმართ სკეპტიკოსი განიხილავს, იმოქმედოს თუ არა თავისი რწმენის მიხედვით, როდესაც ამ ქმედებას შეიძლება დიდი შედეგები ჰქონდეს სხვა ადამიანებისთვის (მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის).
მომხსენებელი ამ საკითხს განიხილავს ეპისტემური რაციონალურობის არამომთხოვნი (რელატივისტური) გაგების შუქზე. მოხსენების ძირითადი თეზისია, რომ მორალისა და ეპისტემური რაციონალურობის კავშირის სწორი გაგებისთვის აუცილებელია ეპისტემური რელატივიზმის უარყოფა. მოკლედ მიმოიხილავს გადაწყვეტილების თეორიასა და ეპისტემოლოგიასთან დაკავშირებულ თანამედროვე დებატებს.
მოცემული მოხსენება არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტის - „არბიტრარული რწმენები და რაციონალურობის მოთხოვნები“ – ნაწილი (საგრანტო ხელშეკრულება No:YS-23-320)
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 19 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2025