მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია „კულტის კონსტრუირება შუა საუკუნეების საქართველოში"

ღონისძიებები

14 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიაუნის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „კულტის კონსტრუირება შუა საუკუნეების საქართველოში".

კონფერენციაზე სხვადასხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლები განიხილავენ კულტის ფორმირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკასა და სტრატეგიას შუა საუკუნეების საქართველოში.
მოხსენებები შეეხება შუა საუკუნეების საზოგადოებრივ-კულტურული და რელიგიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, რომლებშიც გაცხადებულია მმართველის, წმინდანის, ხატისა თუ რელიკვიების კულტი.
მომხსენებელთა მიერ გაანალიზებული იდეები და პრაქტიკა წარმოაჩენს შუა საუკუნეების საზოგადოების რაობასა და კულტურულ-იდეოლოგიურ მიზანდასახულობას.

იხ. აბსტრაქტი/დღის წესრიგი

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 14 ივნისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507), გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.


2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები