მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

5 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი:

  • არჩილ აბაშიძე – საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
  • გიორგი ოდოშაშვილი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი
  • შეხვედრას ასევე დაესწრება პროგრამის კურსდამთავრებული.
  • ანა გოგოლაძე – საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე,გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, დასვას შეკითხვები და მიიღოს ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან, ასევე კურსდამთავრებულისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/vAR48

სამუშაო ენა: ქართული

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 5 ივლისი, 13:00 საათი

2023 

ბანერები