მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამების შესახებ

ღონისძიებები

23 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქის ლაივის საშუალებით დისტანციურ რეჟიმში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამების პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო და სამაგისტრო, საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო – შესახებ.

შეხვედრის თემა: „ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამები“

შეხვედრაზე ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

  • გიორგი გვალია, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

  • გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტიკის მეცნირების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით;

  • არჩილ აბაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით;

  • დავით აფრასიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტიკის მიმართულებით;

  • გიორგი ოდოშაშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ პოლიტიკის მეცნიერებებით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მიმართულებით განათლების მიღებით, მთელი საქართველოდან 23 აპრილს, 14:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში.

დრო: 23 აპრილი, 14 საათი

ადგილი: ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი https://bit.ly/2wGTj0g

ბანერები