


საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ღონისძიებები
26 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებთან.
შეხვედრაზე გოჩა ჯავახიშვილს გადაეცემა ფრანგული ლიტერატურის გამორჩეული მთარგმნელის, გერონტი ქიქოძის პრემია მის მიერ თარგმნილი ჟან-ლუკ კოატალემის რომანისათვის „წილი და ხვედრი შთამომავლისა“. თარგმანი გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.
პრემია დაარსებულია გამომცემლობა „აგორას“ მიერ ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისათვის. აღსანიშნავია, რომ ფრანგი მწერლის, ჟან-ლუკ კოატალემის ეს ნაწარმოები 2020 წელს გახდა "გონკურის პრემია. საქართველოს არჩევანი"-ს პირველი ლაურეატი.
შეხვედრაზე ელჩი ისაუბრებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის სხადასხვა, მათ შორის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის, სფეროში, არსებულ ურთიერთობათა მნიშვნელობაზე.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 26 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი