


საერთაშორისო სოციალური სამუშაოს გარემოს შექმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის პალაცკის სახელობის ოლომოუცის უნივერსიტეტთან ერთად
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მონაწილეობს ერაზმუს+ ბილატერულ მობილობის პროგრამაში ქ. ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის (Palacký University, ჩეხეთი) წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტის ქრისტიანული სოციალური მუშაობის დეპარტამენტთან ერთად. პროექტის მიზანია ლექტორებისა და სტუდენტების მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პალაცკის უნივერსიტეტს შორის https://bit.ly/3MzVsiR
პროექტში, რომელიც ექვსი წელია მიმდინარეობს, მონაწილეობდა ორივე უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მიმართულების 10 პროფესორი და, როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო საფეხურის, 16 სტუდენტი.
პროექტის მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა ორი უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლებს შორის და განვითარდა ინტერნაციონალიზაციის მაღალი დონე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა ჩეხ პროფესორთა ხელმძღვანელობით მოამზადეს სოციალური მუშაობის ახალი კურსები.
2023