მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო სემინარი – ტრავმის მსხვერპლებთან მუშაობის სწავლა: საქართველოსა და უკრაინის გაკვეთილები ქართველი და უკრაინელი სოციალური მუშაკებისათვის

სემინარები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით 2022 წლის 12 აპრილს, 19:00 საათზე, კონფერენციის  „სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად“ ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სემინარი: „ტრავმის მსხვერპლებთან მუშაობის სწავლა: საქართველოსა და უკრაინის გაკვეთილები ქართველი და უკრაინელი სოციალური მუშაკებისათვის“.

სემინარს გაუძღვება პროფესორი ჯეიმს დეკერი.

პროფესორი ჯეიმს დეკერი, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნორთრიჯი, აშშ. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო კონსულტანტია. 2006 წლიდან თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო სადოქტორო პროგრამასთან, რომლის თანადამფუძნებელიცაა. საქართველოსთვის მძიმე პერიოდში, 2008 წელს, პროფესორმა დეკერმა ქართველი სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია, რომელიც შეეხებოდა ომის მსხვერპლებთან მუშაობას. მან ამ თემაზე დაწერა სამეცნიერო ნაშრომიც.

პროფესორ დეკერს აქვს ინდივიდებსა და ოჯახებთან მუშაობის 25-წლიანი კერძო პრაქტიკა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ნივთიერებაზე დამოკიდებულება, ოჯახში ძალადობა და პოსტტრავმატული სტრესი. 1982 წლიდან იუნგიანური სკოლის წარმომადგენელი და ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკია კალიფორნიის შტატში.

სემინარის სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 12 აპრილი, 19:00 -20:00

2022 წელი

 

ბანერები