მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო სემინარი – პროექტის შედეგები: აივ-შიდსის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრედებთან

სემინარები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით 2022 წლის 12 აპრილს, 15:00 საათზე, კონფერენციის  „სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად“ ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სემინარი: „პროექტის შედეგები: აივ-შიდსის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან".

სემინარს გაუძღვება დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ალიდა ბურისი, სოციალური სერვისების ადმინისტრაციის სკოლა, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, აშშ. 

ალიდა ბურისი სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული კვლევითი პროექტის „აივ-შიდსის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ საერთაშორისო კონსულტანტია. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის ბაზაზე. დოქტორი ბურისი არის სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო კონსულტანტი.

მისი კვლევები ძირითადად ეხება სოციალური კონტექსტისა და მოზარდების ჯანმრთელობის ურთიერთკავშირების კვლევას და იმის გაგებას, მშობელი და ოჯახი როგორ შეიძლება დაეხმაროს მოზარდს პრევენციის კუთხით. კერძოდ, მისი ინტერესებია: HIV / AIDS სექსუალური გზით გადამდები ინფექციები (STIs) და დაუგეგმავი ორსულობა 10-24 წლის მოწყვლად ახალგაზრდებში.

სამუშაო ენები: ინგლისური/ქართული

დრო: 12 აპრილი, 15:00-16:00

2022 წელი

ბანერები