


საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ესპანურ ენაში
ახალი ამბები
ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) 2025 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სამჯერ:
- 2025 წლის 23 მაისი − სასკოლო დონეებისათვის: A1 და A2/ B1;
- 2025 წლის 24 მაისი − დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1 და C2.
- რეგისტრაციის ვადა 2025 წლის 9 აპრილის ჩათვლით (ორშაბათი-პარასკევი 11:00-17:00 სთ).
- 2025 წლის 11 ივლისი − დონეებისათვის: A2, B1, B2 და C1.
- რეგისტრაციის ვადა 2025 წლის 14 მაისის ჩათვლით (ორშაბათი-პარასკევი 11:00-17:00 სთ).
- 2025 წლის 21 ნოემბერი − სასკოლო დონეებისათვის: A1 და A2/ B1;
- 2025 წლის 22 ნოემბერი − დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1 და C2.
- რეგისტრაციის ვადა 2025 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით (ორშაბათი-პარასკევი 11:00-17:00 სთ).
ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) გასვლის მსურველებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A204 ოთახში (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფურცელი და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ) გამოცდაზე დარეგისტრირებისთვის საჭირო, გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების დასახელება − ხაზინის ერთიანი ანგარიში − სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ს/კ 204861970
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი − 708997261
მიმღების ბანკი − სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი − TRESGE22
დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: გამოცდებში მონაწილე პირის გვარი, სახელი და თანხის ჩარიცხვის დანიშნულება (DELE-ს გამოცდის საფასური).
ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაში (DELE) მონაწილეობის მსურველთათვის გამოცდის საფასური:
- დონე A1 − 98 ლარი
- დონე A2 − 103 ლარი
- დონე B1 − 108 ლარი
- დონე B2 – 145 ლარი
- დონე C1 − 166 ლარი
- დონე C2 − 176 ლარი
სასკოლო დონე
- დონე A1 − 98 ლარი
- დონე A2/B1 − 108 ლარი
2025 წელი