მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. კულტურა, ისტორია, პოლიტიკა”

ღონისძიებები

15-17 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით თამაზ გამყრელიძის სხდომათა დარბაზში (S 201/202) გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. კულტურა, ისტორია, პოლიტიკა”.

კონფერენცია შეჯამებს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2023 წლის სამეცნიერო მუშაობას, წარმოდგენილი იქნება მოხსენებები კავკასიისა და ახლო (ასევე შორეული) აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები და უცხოელი მკვლევრები.

17 დეკემბერს მოეწყობა მრგვალი მაგიდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)“ მუშაობის მეორე წლის შედეგების შესახებ.

კონფერენცია დასრულდება გიორგი წერეთლის  აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის  თანამშრომელთა მიერ 2023 წელს გამოცემული პუბლიკაციების პრეზენტაციით.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 15-17 დეკემბერი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, თამაზ გამყრელიძის სხდომათა დარბაზი (ოთახი 201/202), გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები