მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე: „რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები და მათი გავლენა ნატოსა და ევროკავშირზე“

ღონისძიებები

25 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები და მათი გავლენა ნატოსა და ევროკავშირზე“. მომხსენებელი, დოქტორი იუჯინ კოგანი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროექტის „American Secretaries of State“ კვლევითი ხელმძღვანელი, ისაუბრებს რუსეთისა და თურქეთს შორის ურთიერთობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებსა და მათ გავლენაზე ნატოსა და ევროკავშირზე.

ლექცია წარიმართება დისკუსიის რეჟიმში – სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ჩაერთონ პანელურ დისკუსიაში.

ლექციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. მიმაგრებული ფაილის სახით.


დრო:
25 ოქტომბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (მის.: ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

2018

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები