მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე: „ნეონაციონალიზმი ევროპაში“

ღონისძიებები

26 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D504 აუდიტორიაში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ნეონაციონალიზმი ევროპაში.“

საჯარო ლექციას წაიკითხავს მარშალის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრის პროფესორი, დოქტორი სებასტიან ფონ მანქოუ.

ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტები გაეცნობიან ნეონაციონალიზმის განმარტებას, ასევე კონსერვატიზმის, პატრიოტიზმის, პოპულიზმისა და ნაციონალიზმის მახასიათებლებს. მომხსენებელი ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე მიმოიხილავს კონტინენტზე ნეონაციონალიზმის აღორძინების პროცესს. ლექციის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

დრო: 19:00 საათი

ადგილი: D504 აუდიტორია (მის: ჭავჭავაძის 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები