მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე: „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკა“

ღონისძიებები

 25 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკა“. ლექციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს უფროსი მაია ნასრაშვილი.

ლექციის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება. ლექციაზე საუბარი იქნება შემდეგ თემებზე:

  • არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმდინარე სახელმწიფო პოლიტიკა;
  • დანაშაულის პრევენიციის დონეები არასრულწლოვნებში;
  • საერთაშორისო გამოცდილება;
  • არსებული გამოწვევების ანალიზი.

დრო: 25 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები