მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „საქართველო შუა საუკუნეების ლათინურ ნარატივებში“

ღონისძიებები

31 იანვარს, პარასკევს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D502 აუდიტორიაში შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ჩატარდება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მანანა ჯავახიშვილს მოხსენება თემაზე: „საქართველო შუა საუკუნეების ლათინურ ნარატივებში“.

კვლევის მიზანია საქართველოს, როგორც ქრისტიანული სამეფოს ხატის, რეპრეზენტაცია შუა საუკუნეების დასავლურ ისტორიულ წყაროებში. კერძოდ, განხილული იქნება ევროპელ ავტორთა რეფლექსია პატარა ქრისტიანულ ქვეყანაზე და მის ადგილზე მედიევალურ სამყაროში, რატომ ან რით იქცევდა საქართველო ევროპელთა ყურადღებას და როგორ აისახა ეს ინტერესი ევროპულ ნარატივებში.

დრო: 31 იანვარი,18:00 სთ.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D502 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

ბანერები