მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „პირველი ჩეხოსლოვაკიური რესპუბლიკა: სეცესია, თვითგამორკვევის უფლება და ჩეხოსლოვაკიზმის იდეა“

ღონისძიებები

26 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A305 აუდიტორიაში ჩეხი მეცნიერი, ოსტრავას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ვინცენც კოპეჩეკი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „პირველი ჩეხოსლოვაკიური რესპუბლიკა: სეცესია, თვითგამორკვევის უფლება და ჩეხოსლოვაკიზმის იდეა“.

თემის მოკლე აღწერა

100 წლის წინ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნანგრევებზე დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა აღმოცენდა. მართალია, თანამედროვე ჩეხები ცდილობენ, პირველი რესპუბლიკა წარმოაჩინონ, როგორც ლიბერალური დემოკრატიისა და ეთნიკურად ტოლერანტული სახელმწიფოს ბრწყინვალე მაგალითი, მაგრამ არსებობს სხვა ხედვაც, რომელიც დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის ჩამოყალიბების რამდენიმე ასპექტს ეჭვქვეშ აყენებს, მათ შორის, ერთა თვითგამორკვევის უფლების სელექციურად გამოყენებასა და „ჩეხოსლოვაკი“ ერის სადავო კონცეფციას.

ვინცენც კოპეჩეკი საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და ჩეხეთის საელჩოს შორის გაფორმებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ეწვია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ერთი თვის მანძილზე იგი იმუშავებს თავის საკვლევ თემაზე: „Informal Politics in Ethnic Minority Regions of Georgia". საქართველოში მას ხელმძღვანელობას გაუწევს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ტიმოთი კევინ ბლოველტი.


დრო: 26 თებერვალი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: A305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები