


საჯარო ლექცია ოჯახის სოციოლოგიისა და პიროვნული მართვის საკითხებზე
ღონისძიებები
16 მაისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის გაიმართება საჯარო ლექცია ოჯახის სოციოლოგიისა და პიროვნული მართვის საკითხებზე..
ლექციას წაიკითხავენ ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის (Palacký University) წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტის ქრისტიანული სოციალური მუშაობის დეპარტამენტის პროფესორები: ნატაშა მატულაიოვა (Natasa Matulayova), პავლინა იურნიჩკოვა (Pavlina Jurníčková) და ჰანა შლეხტოვა (Jana Šlechtová).
პროფესორები მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტში, რომლის მიზანია ლექტორებისა და სტუდენტების მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პალაცკის უნივერსიტეტს შორის ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში: https://bit.ly/3naQ5fy
პროექტი ექვსი წელია გრძელდება და მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ორი უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლებს შორის.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 16 მაისი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ.N32
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი