მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამა „თავისუფალი მეცნიერებები“ – შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

29 სექტემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „თავისუფალი მეცნიერებები“ (Liberal Arts) პრეზენტაცია.

პროგრამის კურსებს წარადგენენ თავისუფალი მეცნიერებების პროფესორები, მათ შორის გია ნოდია და ჩარლზ ფერბენქსი.

პროგრამის ხელმძღვანელები, ლექტორები და კურსდამთავრებულები დამსწრეთ გააცნობენ პროგრამის სტრუქტურას, ისაუბრებენ ისტორიის, პოლიტიკის, ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების მოდულში შემავალი სხვადასხვა კურსის შესახებ. სტუდენტები გაეცნობიან სწავლების მრავალფეროვან მეთოდებსა და ტექნიკას (მაგ.: სწავლება დისკუსიის გზით, სიღრმისეული კითხვა და სხვ.).

თავისუფალი მეცნიერებების (Liberal Arts) საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს შემუშავდა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (აშშ) და ჯეიმს მედისონის კოლეჯთან თანამშრომლობით (აშშ) და ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული oნიციატივა” (AGILE) თანამშრომლობით.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 29 სექტემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები