მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სააპელაციო ზეპირი გამოცდის განრიგი - მიღება 2024-2025 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

აპლიკანტებს, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეტენზიო განაცხადი 2024-2025 სასწავლო წლისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საშუალება ეძლევათ, ჩააბარონ განმეორებითი ზეპირი გამოცდა შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოებს. ამასთან, იმ აპელანტების შემთხვევაში, რომელთაც გაასაჩივრეს ესეის, სამოტივაციო წერილის, ტესტირების შედეგები, ნამუშევრებს გადახედავს და შეაფასებს შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭო.

სააპელაციო ზეპირი გამოცდების განრიგი პროგრამების მიხედვით მოცემულია მიმაგრებულ დოკუმენტებში.

  1. ანგლისტიკა - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
  2. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
  3. პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
  4. რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
  5. სოციოლოგია - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
  6. ფილოსოფია - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
  7. სოციალური მუშაობა - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
  8. ფსიქიკური ჯანმრთელობა - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
  9. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2024 წლის 13 სექტემბერს.


საკონტაქტო პირები

თინათინ ასანიშვილი

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: tinatin.asanishvili@iliauni.edu.ge

მარიამ ჩორგოლაშვილი

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2024

ბანერები