მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რუსეთისა და ევროპის კვლევები უფსალის უნივერსიტეტში – მულტიდისციპლინური გამოცდილების 50 წელი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეში

ღონისძიებები

31 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მატიას ვესტერლუნდი, უფსალის უნივერსიტეტის რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის (IRES) მოწვეული კვლევითი პროგრამის ადმინისტრატორი და ხელმძღვანელი, ჰიბრიდულ ფორმატში გამართავს ლექციას თემაზე: რუსეთისა და ევროპის კვლევები უფსალის უნივერსიტეტში - მულტიდისციპლინური გამოცდილების 50 წელი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ლექციის შესახებ:

მომხსენებელი მიმოიხილავს ზოგადად უფსალის უნივერსიტეტს და, კონკრეტულად, რუსეთისა და ევროპის კვლევებს, დარგს, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაში რუსეთის ბოლო შეჭრის ფონზე. აქცენტი გაკეთდება რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტსა (IRES) და მისი საქმიანობის სამ ძირითად მიმართულებაზე: 1. კვლევა, 2. ინტერნაციონალიზაციისა და მოწვეული მკვლევრების პროგრამა, 3. რუსეთისა და ევრაზიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა.

დრო: 31 მაისი,14:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

ფორმატი: ჰიბრიდული

ლექციაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3wSOTjh

2022 წელი

ბანერები