


რიგგარეშე მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე „ანგლისტიკა“
ახალი ამბები
გამოცხადდა რიგგარეშე გარე მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ანგლისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) ალტე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 10 ვაკანტურ ადგილზე.
რეგისტრაცია განხორციელდება გამოყოფილი ვაკანტური ადგილების (10 ადგილი) შესაბამისად.
ადგილების რაოდენობის ამოწურვის შემდგომ რეგისტრაცია დასრულდება და განაცხადის გაკეთება იქნება შეუძლებელი.
განაცხადს (ივსება ადგილზე) დართული უნდა ჰქონდეს ქვემოთ მითითებული დოკუმენტები:
ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სტუდენტთან დაკავშირებით გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტიდან (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2023 წლის 18 ივლისის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელებისა და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ვაჟებისთვის);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
ზ) ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე და ფოტოსურათის ელვერსია, ჩაწერილი CD დისკზე;
თ) 2020 და შემდგომ წლებში ჩარიცხულ რიგგარეშე მობილობის მსურველ პირებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები და უნდა წარმოადგინონ ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო (ისტორია ან ლიტერატურა) მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით;
ამ ბრძანების მეოთხე პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით.
იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოსადგენად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ფაკულტეტის მხრიდან რიგგარეშე მობილობის შესახებ განცხადებების განხილვის, შესაბამისი პროგრამული თავსებადობის დასკვნების მომზადების, სტუდენტთათვის გაცნობისა და მათთან ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2023 წლის 3 აგვისტო.
პროგრამული თავსებადობის დასკვნის მომზადებამდე და ხელშეკრულების გაფორმებამდე, მობილობის მსურველ პირებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ტესტირება სასწავლო ხელშეკრულების ვადის/პირობების განსაზღვრისა და სასწავლო პროცესში ოპტიმალური ჩართვის მიზნით.
მობილობის მსურველთათვის დასკვნების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სივრცეში.
რიგგარეშე მობილობის მსურველთა განაცხადის შემოტანის ვადაა 2023 წლის 24-28 ივლისის 10:00-დან 18:00 საათამდე, მისამართზე ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A303.
2023