


რელიგიის კვლევების მაგისტრანტი ელენე ნაბახტეველი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროგრამის სტიპენდიატია
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, ელენე ნაბახტეველმა ოქსფორდის უნივერსიტეტის იან რემსის ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
იგი მონაწილეობას მიიღებს „ახალი თაობის მეცნიერთა გაცვლით პროგრამაში“, რომელიც ვარშავის და ზაგრების უნივერსიტეტებთან ერთად ხორციელდება.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალება მისცეს იკვლიონ და ისწავლონ თემები, რომლებიც ეხება მეცნიერების, თეოლოგიის, ფილოსოფიის საკითხების ურთიერთკავშირს.
ელენე ნაბახტეველი, როგორც რელიგიის კვლევების წარმატებული სტუდენტი ასევე კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიატია. ის ოქსფორდის უნივერსიტეტში ხელმძღვანელთან ერთად გააგრძელებს მუშაობას თემაზე, რომელიც მეცნიერების და რელიგიის იდეოლოგიურ შეჯიბრებას ეხება საბჭოთა კავშირში.
2023 წელი