მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„რამდენად მუშაობს რეგიონული ჩარჩო 1917-1921 წლების კავკასიისთვის?“ – ისტორიკოს სარა სლაის ონლაინმოხსენება

ღონისძიებები

5 აპრილს, 18:30 საათზე, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის რეგულარული კოლოკვიუმების ფარგლებში ისტორიკოსი სარა სლაი წაიკითხავს ონლაინმოხსენებას „რამდენად მუშაობს რეგიონული ჩარჩო 1917-1921 წლების კავკასიისთვის?“.

მომხსენებელი წარადგენს მის მიერ კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ახლახან წარმატებით დასრულებულ სადოქტორო კვლევას კავკასიის შესახებ რუსეთის რევოლუციის, სამოქალაქო ომისა და დამოუკიდებელი რესპუბლიკების პერიოდში.

დისერტაცია გამოიმუშავებს რეგიონულ ჩარჩოს 1917-1921 წლებში კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად და საჩვენებლად, როგორ უკავშირდება ერთმანეთს სხვადასხვა ეროვნული ჯგუფის განსხვავებული გამოცდილება. კვლევა ასევე წარმოაჩენს იმ წლებში მიმდინარე კამათს იმის თაობაზე, ყველაზე უკეთ რომელი სახელმწიფო მოწყობა მიესადაგებოდა კავკასიის ერებსა და ხალხებს პოსტიმპერიულ წესრიგში.

ნიშანდობლივია, რომ იმ დროის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურების წარმოსახვაში წამყვანი ადგილი დიდწილად სწორედ რეგიონულ სტრუქტურებს ეკავა. მიუხედავად ამისა, სკეპტიკოსები დღესაც ეჭვობენ, მაშინ საერთოდ არსებობდა თუ არა განხილვის ღირსი რაიმე რეგიონული პერსპექტივა.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 5 აპრილი, 18:30 საათი

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

 

ბანერები