![შეხვედრა მუსიკის საგნის სტანდარტზე მომუშავე ჯგუფთან](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/86/95af2b152abdb199e0cb524cca8ff1b4_86227.png)
![ტარიე ერლანდსენის და ჯოზეფინ ვინთერის საერთაშორისო ვორკშოპები](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/86/1624a7b8d7d156d092760bbd417b98a1_86017.png)
![გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/86/6402a4580e88619c4aa53ef8aca36b7a_86010.png)
,,Aprile-il mese dell’amore’’ - იტალიური ენის კურსის სტუდენტების ღონისძიება
ღონისძიებები
26 აპრილს, 12:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გამართავს ღონისძიებას "Aprile-il mese dell’amore’’ („აპრილი - სიყვარულის თვე“).
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები, რომლებიც წაიკითხავენ ცნობილი იტალიელი პოეტების (ჯაკომო ლეოპარდის, დანტე ალიგიერის) ლექსებსა და პოემების ნაწყვეტებს სიყვარულზე, იტალიური პოეზიის ნაწილის პარალელურად – ქართველ პოეტთა ციტატებს სიყვარულზე (ასევე ცნობილ ფრაზებს ქართული ფილმებიდან).
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ მინიდისკუსიაში.
ფინალურ ნაწილში სტუდენტები შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს.
ღონისძიების ორგანიზატორია იტალიური ენის პედაგოგი მანანა სიფრაშვილი.
სამუშაო ენები: ქართული, იტალიური
დრო: 26 აპრილი, 12:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2024