


„რა პროცესებს უნდა ველოდოთ საქართველოში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ?" - შეხვედრა რაინერ რუგესთან
ღონისძიებები
31 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის ცენტრის S507 დარბაზში გაიმართება შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს ყოფილ წარმომადგენელ რაინერ რუგესთან, რომელიც ისაუბრებს თემაზე „რა პროცესებს უნდა ველოდოთ საქართველოში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ?".
რაინერ რუგე ყოფილი პრაქტიკოსის პერსპექტივიდან გააანალიზებს ევროპისკენ მიმავალ გზებს, ისაუბრებს, თუ რა პროცესები გველის და როგორ შეიძლება ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირის მიღწევა. პრეზენტაციის შემდეგ გელით დისკუსია საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებათა დასაწყებად აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრის ადრესატები არიან ევროპული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონკრეტული პროცედურებით დაინტერესებული პირები.
2024