მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ქართული ხელნაწერები ლიბანში - ექსპედიციის შედეგები“ – საჯარო მოხსენება

ღონისძიებები

21 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში დოქტორები ნანა მირაშვილი და თამარ დემეტრაშვილი წაიკითხავენ საჯარო მოხსენებას „ქართული ხელნაწერები ლიბანში – ექსპედიციის შედეგები“.

2023 წლის 1-10 მარტს მოეწყო სამეცნიერო ექსპედიცია ლიბანში, ქალაქ საიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტრის (Ordre Basilien Du Saint-Sauveur) ბიბლიოთეკაში.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართველ მეცნიერთა ექსპედიციის მუშაობის შედეგად საქართველოს გადმოეცა ოთხი ქართული ხელნაწერის ციფრული ვერსია. მე-18 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერები ლიტურგიკული ხასიათისაა.

მომხსენებლები ისაუბრებენ ექსპედიციის შედეგებსა და მოპოვებულ ხელნაწერთა მნიშვნელობაზე.

მომხსენებლების შესახებ

დოქტორი ნანა მირაშვილი გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების მკვლევარია; დისერტაცია დაიცვა სორბონის უნივერსიტეტში; შეისწავლის ქართულ და ქართულად ნათარგმნ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას, ხელნაწერებს.  გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი (მონოგრაფიები, სტატიები) საქართველოსა და უცხოეთში. 2015 წელს მიენიჭა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პრემია ნაშრომისთვის „Prostituée repenties et femmes ermites l’hagiographie géorgienne“.

დოქტორი თამარ დემეტრაშვილი გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ინდოირანული ენების განყოფილების მკვლევარია. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: ინდოირანული ენები, ქართული და აღმოსავლური ხელნაწერები. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი საქართველოსა და უცხოეთში. ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის სახით მონაწილეობდა რამდენიმე პროექტში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 21 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქუჩა N3

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები