მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია" – თამარ მახარობლიძის წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება პროფესორ თამარ მახარობლიძის წიგნის „ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია" პრეზენტაცია.
ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. ეს არის ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგიის პირველი სრულყოფილი კვლევა, რომელშიც დესკრიფციულადაა წარმოდგენილი ზმნის კატეგორიები როგორც სამეტყველო ქართულ ენასთან მიმართებით, ასევე ზოგად ტიპოლოგიურ ჭრილში.


დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები