მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ქალაქ მაინცის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებთან შეხვედრებს გამართავენ

ღონისძიებები

16-17 მაისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ DAAD-ის პროექტის  ფარგლებში გერმანიის ქალაქ მაინცის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები − უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ულრიხ პაპენკორტი და პროფესორი ვოლფგანგ ფოიერჰელმი  სოციალური მუშაობის პროგრამის, თავიანთ თორმეტ სტუდენტთან ერთად გამართავენ შეხვედრებსა და  პრეზენტაციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

გერმანელი სტუდენტები ილიაუნის სტუდენტებთან ერთად განიხილავენ სოციალური მუშაობის მიმართულების საკითხებს,  გამოწვევებს, სამუშაო პირობებსა და პროფესიის განვითარების პერსპექტივას გერმანიასა და საქართველოში.


18 მაისს

12:00 საათზე გერმანელი პროფესორები შეხვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს და განიხილავენ თანამშრომლობისა და სტუდენტთა მობილობის საკითხებს;

13:00 საათზე გერმანელი სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს კარიტასის მომსახურების ფორმებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის.


პროფესორი ულრიხ პაპენკორტი

Prof. i.K. Dr. phil. Ulrich Papenkort

ულრიხ პაპენკორტმა 1977 წელს ექთნის ასისტენტად პროფესიული განათლების მიღების შემდეგ 1977-1986 წლებში დაასრულა სწავლა ტრირისა და მიუნსტერის უნივერსიტეტებში აღმზრდელობითი პედაგოგიკის, ასევე ისტორიის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებით. 1993 წლამდე მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად აიხშტედ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის საყოველთაო პედაგოგიკის კათედრაზე. 1991 წელს იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

ულრიხ პაპენკორტი 1993-2002 წლებში მუშაობდა კიოლნში, ხოლო 2002 წლიდან პროფესორის რანგში – მაინცის კათოლიკურ უნივერსიტეტში პედაგოგიკისა და თეატრის მიმართულებით. 2008 წლიდან მაინცის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანია. მისი კვლევის სფეროებია: პედაგოგიკა, ზრდასრულთა დიდაქტიკა, თეატრალური პედაგოგიკა და სხვა. უნივერსიტეტში საქმიანობის პარალელურად ეწევა ქოუჩის კერძო პრაქტიკას, ხოლო ბონის თეატრში რეჟისორის ფუნქციას ითავსებს. 2020 წლის სექტემბრიდან მაინცის უნივერსიტეტის რექტორია.

პროფესორი ვოლფგანგ ფოიერჰელმი

Prof. Dr. Wolfgang Feuerhelm

ვოლფგანგ ფოიერჰელმი მაინცის პროფესიული უმაღლესი კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორია სოციალური და სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით.

მისი საკვლევი და სამოქმედო სფეროებია: ბავშვთა უფლებების დაცვისა და  მოზარდთა სისხლის სამართლის საკითხები, კრიმინოლოგია და სხვ. ვოლფგანგ ფოიერჰელმი ბევრი სამეცნიერო ნაშრომის  ავტორია.


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 16 მაისი, 13:00-15:00 საათი, 17 მაისი, 11:00-13:00  საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები