


პროფესორ რუსუდან მირცხულავას ფსიქოლოგიური ტრენინგი
ღონისძიებები
6 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი რუსუდან მირცხულავა გამართავს ფსიქოლოგიურ ტრენინგს ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.
ტრენინგის მიზანია სტუდენტებს გააცნოს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების კონკრეტული მეთოდები. შეხვედრაზე გამოყენებული იქნება რობერტო ასაჯოლის იმაგინაციური (წარმოსახვითი) სავარჯიშოები. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეასრულონ იმაგინაციური სავარჯიშოები, იმსჯელონ მათ შედეგებზე, კერძოდ, წარმოსახული ხატები დაუკავშირონ გარკვეულ ფსიქოსოციალურ ფენომენს.
რუსუდან მირცხულავა ფსიქოლოგიის დოქტორია. მან დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი (ფსიქოლოგიის სპეციალობით).
1999 წლიდან მუშაობს როგორც პრაქტიკოსი არტფსიქოლოგი და ატარებს ფსიქოთერაპიულ (არტთერაპია, ფსიქოდრამა) სასწავლო და თერაპიულ სესიებს. რამდენიმე ორიგინალური არტთერაპიული სესიის მოდელის ავტორი და ტრენერია.
მისი სამუშაო სფეროებია: ხელოვნების და მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგია; არტთერაპია, ფსიქოდრამა (არტთერაპიული და ფსიქოდრამატული მეთოდების თეორია და პრაქტიკა); ემოციის ფსიქოლოგია; სოციალური ფსიქოლოგია; განწყობის ფსიქოლოგია და დ. უზნაძის ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა:კვლევითი ინტერესებია: ემოციის გამომხატველი მოძრაობები, „სხეულის ენა“ და პრაიმინგი; შფოთვის პარამეტრები და მათი გავლენა აკადემიურ მიღწევებზე; კრეატიულობისა და შფოთვის პარამეტრების კორელაციური კვლევა.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი