


პროფესორ პიტერ კაბაჩნიკის საჯარო ლექცია თემაზე: ”Questions of Memory in Post-Soviet Space: The Multiple Meanings of Stalin in Georgia”.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი მასპინძლობს Staten Island-ის კოლეჯის პროფესორს - პიტერ კაბაჩნიკს (http://www.csi.cuny.edu/faculty/KABACHNIK_PETER.html), რომელიც ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე:
”Questions of Memory in Post-Soviet Space: The Multiple Meanings of Stalin in Georgia”.
ლექციაზე განხილული იქნება პოლიტიკური მეხსიერების, სტალინისა და საბჭოთა პერიოდის ირგვლივ არსებული საკითხები, მათ შორის: პოლიტიკური მეხსიერების გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, პოლიტიკური მეხსიერების სიმბოლოების რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეში; როგორ ხდება ამ მეხსიერების განხილვა ყოველდღიურ ცხოვრებაში და რატომაა მნიშვნელოვანი მისი არსის ცოდნა დებატების უკეთ გაგებისათვის.
საჯარო ლექცია ჩატარდება 17 დეკემბერს, 18:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. # 32, პირველი სართული).
დასწრება თავისუფალია.